მთქნარება ყველაზე ხშირად ძილის ნაკლებობის, გახანგრძლივებული ერთფეროვანი მოქმედებების და მოწყენილობის ფონზე გვეწყება. მაგრამ ხანდახან მთქნარება შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამოვლინებაც იყოს. ამისათვის ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა სიმპტომებს. ხშირი მთნარება შეიძლება მიუთითებდეს სამედიცინო მდგომარეობაზე, რომლის იგნორირება შეუძლებელია.
ეს არის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ძილის დროს სუნთქვა ჩერდება. ხშირად ეს ხდება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანული პათოლოგიის, ხორხისა და სასის კუნთების შესუსტების, ჭარბი წონის გამო.
ანემია ვითარდება, როდესაც ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებაა ორგანოებში, განსაკუთრებით ტვინსა და გულში. ჟანგბადის ნაკლებობის გამო, სხეული მთქნარებას იწყებს იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს ჟანგბადით მომარაგებას. ანემიას ახასიათებს ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მაგრამ ისინი თავისთავად არ გაქრება. იმისათვის, რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ანემია, უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი რკინის, ფერიტინისა და ვიტამინ B12-ზე. ანემია სწრაფად გამოსწორდება მედიკამენტებით.
ხშირი მთქნარება ასევე სტრესის, დეპრესიისა და გაზრდილი შფოთვის ფონზე ვითარდება. ამაში ჰიპოთალამუსი მონაწილეობს. ის დაკავშირებულია ჰიპოფიზის ჯირკვალთან და თირკმელზედა ჯირკვალთან, რომლებიც ჰორმონ ადრენალინს წარმოქმნიან. სტრესის დროს მიიღება სიგნალი, რომ აუცილებელია კორტიზოლის გამომუშავება და სწორედ ეს ჰორმონი იწვევს მთქნარების პროვოცირებას. ასე ცდილობს სხეული გაუმკლავდეს სტრესს.
ხშირი მთქნარება შეიძლება მიუთითებდეს ენდოკრინოლოგიურ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორიცაა ჰიპოთირეოზი. ახასიათებს სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის დაქვეითება და გულისცემის შენელება. შეიძლება განვითარდეს ქოშინი, მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა. სწორედ ამიტომ გიჩნდებათ ხშირად მთქნარების სურვილი.
ყურადღება მიაქციეთ, თან ახლავს თუ არა ხშირ მთქნარებას შემდეგი სიმპტომები:
არსებობს ეპილეფსიის ტიპი, რომელსაც ტიპიური სიმპტომი კრუნჩხვები და გონების დაკარგვა არ ახასიათებს. ხანდახან ეპილეფსია შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული მუდმივი მოქმედებით და მთქნარება ერთ-ერთი მათგანია.
მუდმივი მთქნარება შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტებით - ანტიდეპრესანტების, საძილე აბების ან სედატიური საშუალებების მიღების გვერდითი ეფექტი. ანოტაციებში მმთქნარება იშვიათად არის მითითებული, როგორც დოზის გადაჭარბების ან გვერდითი ეფექტის სიმპტომი.