აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათემატიკის სწავლის გაადვილების გზა იპოვეს.
ის მეტაკოგნიტურ ცოდნასთან ასოცირებული აღმოჩნდა - ადამიანის ფსქოლოგიური უნარი, გაიგოს და ახსნას თავისი აზროვნების პროცესები. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Cogent Education-ში გამოქვეყნდა.
კვლევამ ფინეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების მაგალითზე აზროვნების უნარები და მათ შორის შესაძლო განსხვავებები შეისწავლა. მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეების მეტაკოგნიტურ ცოდნაზე მათემატიკის კონტექსტში.
„კვლევამ აჩვენა, რომ მეცხრე კლასელებს სწავლის სტრატეგიების გამოყენების ახსნა შეეძლოთ, ხოლო მეშვიდე კლასელებმა გამოავლინეს ცოდნა, თუ როდის და რატომ უნდა გამოიყენონ გარკვეული სტრატეგიები.
სწავლების დონეებს შორის სხვა განსხვავებები არ შეინიშნებოდა, რაც ხაზს უსვამს მუდმივი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობას სწავლების განმავლობაში“, - განმარტა ნაშრომის პირველმა ავტორმა, სიუზან ტოიკამ.
სტუდენტები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი სწავლისა და აღქმის უნარი შეაფასონ, უკეთ არიან მომზადებულნი ახალი გამოწვევების მისაღებად და ცვალებად გარემოსთან ადაპტაციისთვის. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ასეთი უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმივ განვითარებას და სწავლას უზრუნველყოფენ.