მოუთმენლად ველით ჩვენი ფეხბურთელების მორიგ თამაშს და ჩვენი ბიჭების გამოსვლას. ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში უდაოდ მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც, როგორც ჩანს, სულ მალე იქორწინებს თავის რჩეულზე.
მისმა საცოლემ, რომელსაც საჯაროდ სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო, მშვენიერმა მოდელმა ელენე ეპიტაშვილმა წინასაქორწინო წვეულება მოაწყო მეგობრებთან ერთად. სავარაუდოდ, ქორწილიც მალეა დაგეგმილი.
„ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს რთულ პერიოდებში და ძალიან მაგარი გოგოა", - აღნიშნა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.