"ბავშვობაში ფრანგულად რომ ვიწყებდით ლაპარაკს, დედიკო გვეუბნებოდა: "ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო"- გიორგი მიქაუტაძის და იხსენებს, რა როლი შეასრულეს მშობლებმა, რომ ქართულად ესაუბრათ - მშობლები

"ბავშვობაში ფრანგულად რომ ვიწყებდით ლაპარაკს, დედიკო გვეუბნებოდა: "ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო"- გიორგი მიქაუტაძის და იხსენებს, რა როლი შეასრულეს მშობლებმა, რომ ქართულად ესაუბრათ

2024-06-28 10:24:27+04:00

გიორგი მიქაუტაძის და - ანა მიქაუტაძე Geo Team-თვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეს ახასიათებს და ამბობს იმასაც, რომ დედამ, ოჯახმა განსაკუთრებული როლი შეასრულა, რომ მათ ქართული ესწავლათ და ქართულად ესაუბრათ.

- გიო ძალიან წყნარია, სულ იღიმის, სულ კარგ ხასიათზეა. მგონი მშობლებისგან აქვს. ასეთები ვართ ბავშვები, ყველა. როგორც მე ვარ, გიოც ასეა, სულ ვიცინი... შეიძლება, პატარები რომ ვიყავით, ვჩხუბობდით, როგორც ყველა. მაგრამ, სერიოზულად არასდროს გვიჩხუბია. სამივე, მე, გიო, ირაკლი, ძალიან კარგად ვიყავით. ქართული სამივემ ვიცით. ბავშვობაში ფრანგულად რომ ვიწყებდით ლაპარაკს, დედიკო გვეუბნებოდა: "ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო." ვცდილობთ, ქართულად ვილაპარაკოთ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. გიო პატარაობიდან ამბობდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. ჩვენ სულ ვფიქრობდით, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდებოდა. აი, თამაშობს საქართველოს ნაკრებშიც და საფრანგეთშიც.

Geo Team-თვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეც იხსენებს, თუ როგორ ეხმარება ოჯახი და რა როლის აქვს მათ მშობლებს, რომ ქართული არ დაავიწყდეს:

- ჩემი ოჯახის სულ ჩემთანაა. სულ მირეკავენ: "აბა, დღეს რა გააკეთე, რა ჭამე." ბავშვობიდან ასეა. ძალიან მეხმარებიან. ბევრი გამოვიარეთ, კარგიც, ცუდიც... ქართულად ჩემებთან სულ ვლაპარაკობ, დედასთან, მამასთან, ჩემს ოჯახთან ერთად. სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობდით. გვაძალებდნენ, რომ ქართულად გველაპარაკა. ასე ვისწავლეთ... წერა-კითხვასაც გვასწავლიდნენ. ახლა ცოტა დამავიწყდა, მაგრამ ისევ ვსწავლობ. 6-7 წლის რომ გავხდი, ვიცოდი, რომ ქართველი ვიყავი და დედ-მამა ქართველები მყავდა.

როგორ მოხვდა ლიონში გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში - ფეხბურთელი ფრანგული ელფერით