წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის მთავარი შოკი ქეით მიდლტონის ავადმყოფობა იყო. ჩარლზ III-ისგან განსხვავებით, რომელსაც ექიმებმა ასევე სიმსივნე აღმოუჩინეს, იგი თითქმის ექვსი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა საზოგადოებაში და ჯერაც არ აღუდგენია ჯანმრთელობა. ერთი საჯარო გამოჩენა, როცა 15 ივნისს აღლუმს დაესწრო, უელსის პრინცესას სერიოზულ სტრესად ექცა, ისე რომ, ახლა ქეითი მთელ დროს კვლავ სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ატარებს. ინსაიდერების თქმით, მთელ ამ სიტუაციაში პრინც უილიამის მეუღლეს ყველაზე მეტად შვილების ემოციური მდგომარეობა აწუხებს, ამიტომ ცდილობს რაც შეიძლება მეტი იფიქროს მათ მომავალზე და მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
ვინაიდან ტახტი შესაძლოა ერთ დღეს ქეითისა და უილიამის უფროსმა ვაჟმა, პრინცმა ჯორჯმა დაიკავოს, ის მალე ოფიციალური მოვალეობებისთვის მზადებას დაიწყებს. მაგრამ პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი შეიძლება ასაკთან ერთად დაშორდნენ ბუკინგემის სასახლეს, თავიანთი ცხოვრება სხვა სფეროს დაუკავშირონ, რის გამოც ქეითი წუხს, რომ შესაძლოა ბავშვებმა პრინცი ჰარის ბედი გაიზიარონ. ამის მიზეზი არის ჩარლზ III-ის განზრახვა, მნიშვნელოვნად შეამციროს მშრომელი ოჯახის წევრების რაოდენობა.
დიდი ალბათობით, შარლოტა და ლუი მათ შორის არ იქნებიან, რის გამოც ქეითს სურს, რაც შეიძლება მალე გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ მისი უმცროსი შვილები, როცა გაიზრდებიან. უელსის პრინცესას სურს, რომ ისინი ბუკინგემის სასახლისგან შორს იყვნენ, რათა სხვა ატმოსფეროსაც შეეგუონ. იმის გამო, რომ შარლოტა და ლუი მომავალში ნაკლებ ყურადღებას მიიღებენ, ვიდრე მათი უფროსი ძმა ჯორჯი, ქეითს ეშინია, ბავშვებმა ჰარის ისტორია არ გაიმეორონ. როგორც ცნობილიზ, ჰარიმ თავის მოგონებებში აღიარა, რომ ოჯახში თავს ყოველთვის „სათადარიგო მოთამაშედ“ გრძნობდა, რადგან უილიამის ჩრდილში გაიზარდა და საბოლოოდ, ამიტომაც გაიქცა აშშ-ში.
ქეით მიდლტონს საზოგადოებაში თავის დიაგნოზზე საუბარი სწორედ შვილების გამო არ სურდა. იგი მათთვის სიმართლის გამხელას მაშინ აპირებდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ ნამდვილად გამოჯანმრთელდა. შედეგად, სამეფო ოჯახის წევრების დუმილის გამო ინტერნეტში მრავალი შეთქმულების თეორია გაჩნდა და პრინცესას ავადმყოფობის საჯაროდ აღიარება მოუწია.
ახლა პრინც უილიამის მეუღლე მკურნალობას აგრძელებს და თავს ბევრად უკეთ გრძნობს. არსებობს მოსაზრება, რომ ის შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს ივლისის შუა რიცხვებში - უიმბლდონის ტურნირის ფინალზე, სადაც, ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემს.