ეკა მამალაძის ვაჟმა ლევანიკო საყვარელიძემ თავის რჩეულზე - ბიზნესვუმენ ფუფა გოგლიძეზე წლების წინ იქორწინა. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს, თუმცა ხელი დღეს მოაწერეს და ქორწილიც გადაიხადეს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში. ადვილი მისახვედრია, რომ ქორწილი კონცერტს ჰგავდა, რადგან მღეროდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნინი ბადურაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, ქრისტინე იმედაძე და სხვები. ემოციური იყო წყვილის ცეკვა.