საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი გოგოს მშობლები გახდებიან. წყვილის ვიდეო, რომელზეც მომავალი ბავშვის სქესის გაგების ცერემონიაა აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სქესის გაგების ცერემონია მეგობრების წრეში შედგა და მხიარულ წვეულებას მუსიკალურად ლელა წურწუმია და მისი ბენდი აფორმებდნენ.