შეძლებთ, სკოლის პროგრამიდან დასმულ 10 შეკითხვას სწორად უპასუხოთ? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს - მშობლები

შეძლებთ, სკოლის პროგრამიდან დასმულ 10 შეკითხვას სწორად უპასუხოთ? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს

2024-07-08 10:50:41+04:00

ეს საკითხები სკოლაში, სხვადასხვა საგნის ფარგლებში, ისწავლება. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი შეაგროვოთ. ტესტის შედეგი კი გაჩვენებთ, როგორია თქვენი ზოგადი განათლება:

1. რა ფერი აღნიშნავს ეროვნულ დროშებზე გამბედაობასა და სიმამაცეს?

  • ლურჯი
  • წითელი
  • მწვანე

2. განვლილი გზისა და დროის თანაფარდობით გავიგებთ:

  • სიჩქარეს
  • მანძილს
  • პერიმეტრს

3. რამდენი მარცვლისაგან შედგება სიტყვა "ცხენი"?

  • ხუთი
  • ოთხი
  • ორი

4. ვინ დაწერა პოემა "ბედი ქართლისა"?

  • აკაკი წერეთელმა
  • ნიკოლოზ ბარათაშვილმა
  • ვაჟა-ფშაველამ

5. ილია ჭავჭავაძის მოთხრობის "კაცია-ადამიანი?!" მიხედვით, რამდენი შვილი ჰყავდათ ლუარსაბ თათქარიძესა და მის მეუღლეს - დარეჯანს?

  • ერთი
  • სამი
  • შვილი არ ჰყავდათ

6. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია საკუთარი ქვეყანა დაიცვას.
  • თითვეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა დაიცვას.
  • თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა დაიცვას.

7. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით?

"მთის მწველვალზე, ცის მახლობლად

მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს;

თვალთ ისარი, შენატყორცი,

ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს."

  • "გამზრდელი"
  • "განდეგილი"
  • "სტუმარ-მასპინძელი"

8. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე?

  • ბაგრატ III
  • დავით აღმაშენებელი
  • თამარ მეფე

9. თუ წითელ და ლურჯ საღებავებს შევურევთ, მივიღებთ:

  • მწვანეს
  • შავს
  • იასამნისფერს

10. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, რა ერქვა ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთს, რომელიც მსოფლიოს განაგებდა?

  • ზევსი
  • ათენა
  • ჰადესი

სწორი პასუხები:

  1. წითელი
  2. სიჩქარეს
  3. ორი
  4. ნიკოლოზ ბარათაშვილმა
  5. შვილი არ ჰყავდათ
  6. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა დაიცვას.
  7. "გამზრდელი"
  8. ბაგრატ III
  9. იასამნისფერი
  10. ზევსი

თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე
ტესტი, რომელიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - ათივე შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ის ადამიანები აფიქსირებენ, რომელთა IQ 150-ზე მაღალია
მარტივი ტესტი, რომელიც შეამოწმებს, რამდენად კარგად იცით მსოფლიოს გეოგრაფია
ეს ტესტი თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს - 10 შეკითხვიდან უმეტესობას სწორად უნდა გასცეთ პასუხი
თუ 10 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად გასცემთ პასუხს, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ - ტესტი