ბავშვის ზღვაზე ან აუზზე პირველ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ეს პირველი შთაბეჭდილება დიდ გავლენას მოახდეს მიმავალში მის წყალთან დამოკიდებულებაზე.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას პირველი ვიზიტისთვის.
პირველ რიგში, წყალში შესვლამდე, ნაპირიდან უყურეთ წყალს შვილთან ერთად. ჯობს, თავად მას გაუჩნდეს შიგნით შესვლის, ხელის და ფეხის შეხების სურვილი. იარეთ წყლის პირას, დაუსველეთ ხელები და ფეხები და ნელ-ნელა შედით შიგნით. თუ ბავშვს არ მოეწონება და წყალთან მიახლოებისას ყვირილს იწყებს, ნუ დააძალებთ. ზოგჯერ ბავშვს აშინებს წყლის უზარმაზარი მასა, ტალღების ხMა, შეიძლება წყლის ზედაპირზე არეკლილმა მზის ნათებამაც დააფრთხოს. თუ პირველი შეხვედრა სასურველი სცენარით არ წარიმართა,, სიტუაციას ნუ გაართულებთ და ეს ყველაფერი მეორე დღეს გაიმეორეთ.
ბავშვის პირველი ჩასვლა წყალში 5-10 წუთით უნდა გაგრძელდეს, მოზრდილ ბავშვებში - 10-15 წუთით.
ღია რეზერვუარის ტემპერატურა ბავშვებისთვის 24-25°C-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვის შეციების პირველი ნიშანი ფერდაკარგული ტუჩები, კანკალი და კბილები კაწკაწია. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოიყვანეთ წყლიდან, გააშრეთ და გაათბეთ, გაახვიეთ სქელ პირსახოცში ან ჩაიცვათ და თბილი სასმელი მიეცით.
რა თქმა უნდა, უნდა ეცადოთ, რომ წყალი არ ჩაყლაპოს.
ბავშვის ბანაობა ზღვაში ან დიდ საცურაო აუზში თითქმის დაბადებიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამას გვირჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები. ერთადერთი პირობა: უნდა აირჩიოთ რეზერვუარი, რომელიც სანდოა ჰიგიენის თვალსაზრისით. მოერიდეთ ხალხმრავალ პლაჟებს და ცხელ საათებს. ბავშვებთან ერთად ბანაობა დილას 11 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ სჯობს.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყლიდან ბაქტერიების შეღწევას ვერც ერთი საცურაო კოსტიუმი ვერ შეუშლის ხელს. მას მხოლოდ ქვიშისგან შეუძლია დაიცვას ბავშვის გენიტალიები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგონებისთვის.
თუ ბავშვს ეშინია წყლის ან ჭირვეულობს, თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. რაც უფრო მშვიდად ხართ ასეთი პროტესტის ფონზე, მით უფრო მოკლე იქნება წყლის შიშის პერიოდი.
თავდაპირველად, მხოლოდ საკუთარ თავს და ხელებს დაეყრდენით. როდესაც პატარა მიეჩვევა და წყალში თავდაჯერებულად იგრძნობს თავს, შეგიძლიათ მკლავების დამცავი გაუკეთოთ, მაგრამ პატარა მოცურავის გვერდით ყოველთვის უნდა იყოს უფროსი და თვალი არ მომაშოროს მას. კიდევ ერთი ვარიანტი გასაბერი რგოლია, რომელსაც კისერზე უკეთებენ და განკუთვნილია 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მოზრდილი ბავშვებისთვის კი სამკლაური ან საბავშვო გასაბერი ჟილეტები უფრო კომფორტულია.