სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში სულ 66 503 მოსწავლე სწავლობდა. თუკი წლების მიხედვით არსებულ სტატისტიკას შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს მონაცემი მზარდია და კერძო სკოლების მიმართ მოთხოვნა და ინტერესი წლიდან წლამდე იმატებს. კერძო სკოლებში წლიურად სწავლის გადასახადი განსხვავებულია. ზოგიერთი მოსწავლეებს საერთაშორისო პროგრამებს სთავაზობს, ზოგიც ეროვნულ პროგრამას მიჰყვება.
დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას, თუ საშუალოდ რამდენია გადასახადი საქართველოში რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო სკოლაში:
გადასახადი ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის 27 900 დოლარია წელიწადში. კვება და ტრანსპორტირება დამატებითი თანხა ჯდება.
სწავლის საფასური 2024-2025 სასწავლო წლისთვის:
VIII კლასი - წლიური სწავლის საფასური 16 500 ლარი.
IX-XII კლასები - წლიური სწავლის საფასური 28,000 ლარი.
ყველა საფეხურზე სწავლა ერთი წლის განმავლობაში 5 500$.
11 900 ლარია სწავლის საფასური, შედის, კვება, თემატური ექსკურსიები და გახანგრძლივებული ჯგუფები. ტრანსპორტირება წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 1700 ლარი ღირს, ხოლო წყნეთი-ბეთანია-ბაგები 1200 ლარი. ფორმები და სახელმძღვანელოები 500-დან 800 ლარამდე, ერთჯერადი გადასახადი.
წლიურად ქართული პროგრამის გადასახადი 6 000 ევროა, საერთაშორისო პროგრამებში 9 000-დან 11 000 ევრომდე მერყეობს, საფეხურების მიხედვით.
IB პროგრამა-ზე 1-ელი-მე-5 კლასის ჩათვლით 4 500 ევრო, მე-6-მე-8 კლასებში 5 000 ევრო, მე-8-მე-10 კლასი 5 500 ევრო, მე-11-მე-12 კლასებში 6 000 ევრო.
სტანდარტულ პროგრამაში წელიწადში 9 000 ლარია გადასახადი. სტანდარტული პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება, IB პროგრამა საერთაშორისოა.
თამარ იაკობაშვილი