საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავის, გიორგი მამარდაშვილის და მისი მომხიბვლელი საცოლის, ელენე ეპიტაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი საოცარი მომენტი დადგა. წყვილმა მათი პირველი შვილის სქესის გამჟღავნების ღონისძიება გამართა, რომელიც არა მხოლოდ ოჯახური სიხარულის, არამედ საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
ღონისძიებაზე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ელენე ეპიტაშვილის თეთრი კაბის ელეგანტურმა სილუეტმა და ნატიფმა დეტალებმა. როგორც მოვიანებით გაირკვა, კაბის დიზაინილალიკო ძამაშვილისშექმნილია.
ქალბატონი ლალიკო ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორია. როგორც თავად აღნიშნავს, დიზაინერობაზე პრეტენზია არ აქვს, თუმცა ინდივიდუალური დიზაინით არა ერთი საინტერესო კოსტიუმი შეუქმნია:
„საკმაოდ კარგად ვერკვევი კონსტრუქციაში, ქსოვილის ტექნოლოგიურ დამუშავებაში, შემიძლია დიზაინზე მუშაობა... მაგრამ გეტყვით, მეამაყება, რომ ვარ ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორი“ - აღნიშნავს ლალიკო. მისი თქმით, მანაც დადო პირობა, რასაც ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებდა - ეს ელენესთვის საქორწილო ქაბის შეკერვა იყო, რომლის შესრულების სესაძლებლობაც სქესის გაგების ცერემონიალზე მიეცა..
"კაბა უნდა ყოფილიყო კომფორტული, მოკლე, მოკრძალებული, მაგრამ მრავლისმთქმელი. შეჩერდნენ უტრირებულ თეძოებზე. ამ გადაწყვეტით ნაკლები აქცენტი გაკეთდა მკერდზე. გამოვიდა სხეულზე მომდგარი კორსეტი წინ მოჭრილი ხაზით... ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული სამუშაო გავწიე. მჭიდროდ მომდგარი, მდგრადი კაბა უნდა ყოფილიყო იდეალური, რომ ფეხმძიმე ქალს არ დარღვეოდა პროპორციები და მასში თავი კომფორტულად ეგრძნო.“