საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებამ მთელი ერი გააეთიანა. ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი სწორედ ფეხბურთი და ჩვენი საამაყო ფეხბურთელები იყვნენ. რა თქმა უნდა, ინტერესი გამოიწვია ნაკრების სპორტულმა ფორმამაც, რომლითაც ჩვენი ბიჭები მოედანზე გამოდიოდნენ.
ვინ შექმნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა და რა ჩანაფიქრს განასახიერებს იგი. ამის შესახებ beaumonde.ge წერს.გამოცემის ინფორმაციით, ფორმის დიზაინი ჯგუფ „ვინდფორსს“ ეკუთვნის ბექა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით.
ამ ფორმის ფერები - თეთრი და წითელი - კიდევ ერთხელ გვახსენებენ ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს დროშას. თეთრი - სიწმინდის, სიმართლის და იმედის სიმბოლოა, წითელი კი - ეს არის ჩვენი გმირების სისხლი, ჩვენი ვნება და ცეცხლოვანი ბუნება.
ფორმა იტალიურმა კომპანიამ Macron-მა შეკერა და სხვათა შორის, ამ ფორმის შეძენაც შესაძლებელია.