რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე მიმართვას ავრცელებს სოციალურ ქსელში იმ ადამიანების მიმართ, ვინც აკრიტიკებს რუსულენოვანი კონტენტის გამო. ვიდეომიმართვაში ის აღნიშნავს, რომ 30 წელია რუსეთში ცხოვრობს, რუსი ჰყავს ქმარი, ნახევრად რუსი - შვილები, სამეგობრო, გამომწერები და მაყურებელი, ამიტომ აირჩია მან რუსული ენა საკომუნიკაციოდ. და არც აპირებს ამის შეცვლას:
"ყოველდღიურად ვისმენ აურაცხელ შეურაცხყოფებს რუსული ენის გამო. მინდა ყველას, ვისთვისავ ეს მოცემულობა მტკივნეულია გაგცეთ პასუხი. კორექტივა ჩემს ცხოვრებაში არ შეუტანია ჩემ შრამიან მამას, მით უმეტეს თქვენ ვერ დამძრავთ ერთი მილიმეტრითაც კი, ამიტომ დაიოკეთ ნერვები და გაიარეთ თქვენს გზაზე, შემთხვევით შემოფრენილებო. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია ბედმა “მოსკოვებში წამიღო“, კარტული მეკერკება ყოველ თქვენთაგანზე უკეთ. ბოლო-ბოლო ფილოლოგის შვილი და ძმიშვილი ვარ".