ინფლუენსერი ლიზი ქონიაძე, რომელსაც ბევრი "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, დაქორწინდა. ქორწილს მისი ცნობილი მეგობრები ესწრებოდნენ და მეჯვარეებიც ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია იყვნენ. გარდა მეჯვარეობისა, მათ დაეკისრათ ასევე მისია, სქესის გაგების ცერემონიას გაძღოლოდნენ და სწორედ მათი გაშვებული მაშხალებით გახდა ცნობილი, რომ წყვილი ვაჟს ელოდება.