ამ ტესტში რთული შეკითხვები არ არის, თუმცა სხვადასხვა სფეროდან ცოდნასა და დეტალების გახსენებას მოითხოვს. თქვენი ამოცანაა, ისე უპასუხოთ შეკითხვების უმრავლესობას, რომ ინტერნეტში არაფერი მოძებნოთ:
1. რამდენი ვარსკვლავისაგან შედგება "დიდი დათვის" თანავარსკვლავედი?
2. რომელ ბრუნვაშია სიტყვა "მამის"?
3. რომელია ავსტრალიის დედაქალაქი?
4. რომელია ადამიანის ყველაზე მძიმე ორგანო?
5. რომელ ფიგურას უწოდებენ ყველაზე სუსტს ჭადრაკში?
6. დაასრულეთ ქართული ანდაზა: "არ გათეთრდების ყორანი, რაც გინდა ხეხო ..."
7. საერთაშორისო სისტემაში რომელია ძალის საზომი ერთეული?
8. რომელ წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?
9. ვინ არის რომანის "ტრიუმფალური თაღი" ავტორი?
10. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე?