2022 წლის სექტემბერში, აშშ-ში ორი ბრაზილიელი გოგონა გაუჩინარდა. მათმა ოჯახებმა და FBI-მ გოგონების ძებნა დაიწყეს. ძიებისას მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ისინი 31 წლის ბრაზილიელ მოდელსა და ინფლუანსერკეტ ტორესთანცხოვრობდნენ.
ტორესს მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ადამიანებით ვაჭრობისა და ტრაფიკინგის ბრალდებით, დანაშაული ჩადენილია ერთი ახალგაზრდა ქალის მიმართ. BBC-ის ინფორმაციით, კეტ ტორესს ბრალდებები მეორე ქალთან დაკავშირებითაც აქვს წაყენებული.
როგორ მოხდა, რომ ყოფილი მოდელი და ინფლუენსერი, რომელიც პრიალა ჟურნალების ყდებს ამშვენებდა და წვეულებებზე ახლდა ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორიცაალეონარდო დიკაპრიო,ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაშია დადანაშაულებული?!
"ჩემთვის ის იმედი იყო“,- წერს ანა თავის "ინსტაგრამის" გვერდზე 2017 წელს, როდესაც პირველად შეხვდა კეტ ტორესს. ანა დაკარგულებს შორის არ ყოფილა, მაგრამ ის ერთ-ერთია, რომელიც ტორესის გავლენის მსხვერპლი აღმოჩნდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაკარგული ქალის ძიებაში.
მას რთული ცხოვრება ჰქონდა, მძიმე ბავშვობის შემდეგ ბრაზილიიდან საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. იმ დროისთვის კეტ ტორესმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ჰქონდა განსაკუთრებული სულიერი ძალა, რომელიც მას მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას აძლევდა. ანას თქმით, მას შემდეგ, რაც ტორესი ჟურნალების გარეკანზე ნახა, ასევე ნახა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ თან ახლდა ლეონარდო დიკაპრიოს, ეს ყველაფერი დამაჯერებლად მიიჩნია...
მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ტორესის ისტორია, რომელმაც ასე შთააგონა, სინამდვილეში ნაწილობრივ სიცრუეზე იყო დაფუძნებული.
ტორესი საკუთარ საიტზე მომხმარებლებს ჰპირდებოდა "სიყვარულს, ფულსა და თვითშეფასების ამაღლებას“. თავის ვიდეოებში რჩევებს აძლევდა ურთიერთობების, ჯანმრთელობის, ბიზნესის წარმატებისა და სულიერების შესახებ. მასთან ვიდეო კონსულტაცია 150 დოლარი ღირდა, რისი საშუალებითაც კლიენტებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა.
როგორც გაირკვა, მის რჩევებს ბნელი მხარეც ჰქონდა. ანამ, ამანდამ და ტორესის სხვა ყოფილმა მიმდევრებმა განაცხადეს, რომ რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ისინი ფსიქოლოგიურ იზოლაციაში ცხოვრობდნენ ოჯახისა და მეგობრებისგან, მზად იყვნენ გაეკეთებინათ, რასაც ტორესი ეტყოდათ.
2019 წელს ტორესმა ანა საცხოვრებლად ნიუ-იორკში მიიწვია, რათა მისი ასისტენტი გამხდარიყო. გოგონა დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. ქალი ტორესის შინაური ცხოველების მოსავლელად გადავიდა. ის ასევე ურეცხავდა, სახლს ალაგებდა...
"შოკში ვიყავი, სახლი სულ არეული იყო, თავადაც ძალიან ჭუჭყიანი დადიოდა, ცუდი სუნი ასდიოდა“, - ამბობს ის. ანას თქმით, ტორესი მის გარეშე ელემენტარულ საქმესაც ვერ აკეთებდა, როგორიცაა შხაპის მიღება, ვერ იტანდა მარტო ყოფნას. მოსამსახურე მუდმივად ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რომ სწრაფად შეესრულებინა მისი ნებისმიერი მოთხოვნა. მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა ძილის უფლება, დივანზე, რომელსაც კატის შარდის სუნი ასდიოდა. განაგრძეთ კითხვა