ჯენიფერ ლოპესი 24 ივლისს 55 წლის გახდა, თუმცა დაბადების დღის წვეულება ორიოდე დღით ადრე, უქმეებზე მოაწყო. რასაკვირველია, ქმრის - ბენ აფლეკის გარეშე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წყვილი ნამდვილად დაშორდა და ერთად აღარ არიან. ჯენიფერმა გადაწყვიტა, კოსტიუმირებული წვეულება მოეწყო, "ბრიჯერტონების" სტილში. თავად სადედოფლო კაბაში გამოეწყო, თეთრი კარეტაც გაჩნდა ადგილზე, ცხენით, ტახტრევანიც და სამეჯლისოდ გამოწყობილი სტუმრებიც. ტორტზეც სანთლები, რა თქმა უნდა, სადღესასწაულოდ ჩააქრო, უკვე შედარებით ნაკლებად პომპეზურ, მწვანე კაბაში გამოწყობილმა. სულ ღონისძიებაზე ჯეი ლომ სამჯერ გამოიცვალა სამოსი.