მსახიობი ნატალია ყიფშიძე 23 წლის გახდა. დაბადების დღე მხიარულად აღნიშნა საყვარელ ადამიანებთან ერთად. წვეულებაზე იყვნენ ნატალიას დედა და ბებია, ასევე მსახიობი კოლეგები ძირითადად სერიალ "ცვალებადი ნიშნებიდან", სადაც ნატალიაც თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს. ნატალიამ დედასთან - ცნობილ მოდელ კრისტი ყიფშიძესთან ერთად იპოზიორა და იცეკვა.
"დღეს 23 წლის გავხდი. არ მეგონა, რომ ამ ასაკმდე ამდენი უცნაური გამოცდილებით მოვიდოდი და ასე რადიკალურად შევიცვლიდი პრიორიტეტებს. ვუსურვებ ნატალიას გულწრფელ ღიმილს და სწორ ადრესატებს. ასევე მინდა ვუსურვო ვარდისფერი სათვალის შენარჩუნება და მისი საჭირო დროს მოხსნის შესაძლებლობა... ხშირად არ გეუბნები და ახლა შეგახსენებ, რომ ვამაყონ შენით", - წერს ნატალია სოციალურ ქსელში.