ჯანსაღი პროდუქტთან მიმართებაშიც კი მიდგომა, „რაც მეტი, უკეთესი“ - არ ამართლებს. ზოგიერთ სასარგებლო და ჯანსაღ პრიოდუქტთანაც საჭიროა სიფრთხილე და ზომიერების გრძნობა.
თუ ყურადღებას მიაქცევთ ერთი შეხედვით ჯანსაღ პროდუქტებს, შეიძლება გაგიკვირდეთ - ისინი გარკვეული დოზით ტოქსიკურია.
პირველი, რაც ციტრუსის წვენს ძალიანს ასარგებლოდ აქცევს, არის ვიტამინი C. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის.
კლინიკური ონკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად სვამენ ციტრუსის წვენს, მელანომის განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ. ეს გამოწვეულია ბუნებრივი ნაერთებით, რომელსაც ფსორალენები ეწოდება. ისინი ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავენ, რამაც თავის მხრივ შეიძლება დნმ-ის დაზიანების ხარისხი გაზარდოს.
ეს არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ თქვენს საყვარელ ციტრუსებზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფსორალენები თავად არ იწვევენ მელანომას. აქ მნიშვნელოვანია მათი კომბინაცია ულტრაიისფერი გამოსხივების მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან.
თუ სოლარიუმის მოხმარებასტან ერთად გრეიფრუტის წვენსაც აქტიურად მიირთმევთ, ავადმყოფობის მაღალი რისკია.
რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს ეს პროდუქტი, სამწუხაროდ, ის გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას და იწვევს ჩიყვს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბროკოლი თიოციანატებს შეიცავს. ეს ნაერთი ჰიპერთირეოზის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, წონის მატებას, თმის ცვენას და დაღლილობას იწვევს. ყველა ეს შედეგი აქტიურდება, თუ თქვენ ჭარბად მოიხმართ ამ ბოსტნეულს.
ექიმები გირჩევენ რაციონიდან გამორიცხოთ კომბოსტო, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, წყლულის გამწვავება ან ანთება გაქვთ. პანკრეასის ფუნქციის დარღვევის და ფერმენტების დეფიციტის მქონე ადამიანებში ბროკოლი ძლიერ მეტეორიზმს, დისკომფორტს და ნაწლავებში ტკივილს გამოიწვევს.
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. კომბოსტოს ზედმეტი გამოყენება არ არის საჭირო. ჯანსაღი ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული პორცია დღეში არაუმეტეს 150 გრამია.
ჭარხალი, მიუხედავად მრავალი დადებითი თვისებისა (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს), შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის. ჭარბად არც უმი და არც მოხარშული ჭარხლის მიღებას არ გირჩევთ, თუ გასტრიტი გაქვთ მაღალი მჟავიანობით. წარხალი კუჭის მჟავიანობას კიდევ უფრო ზრდის.
ჭარხალი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატს, ამიტომ იგი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანებმა.
ჭარხალი მდიდარია შაქრით, ამიტომ დიაბეტით დაავადებულებმაც უნდა შეზღუდონ მისი მოხმარება. ვისაც ოსტეოპოროზი აწუხებს, ასევე ჯობია ჭარხალი აღარ მიირთვათ: ის ხელს უშლის კალციუმის შეწოვას.
დიახ, შავ შოკოლადში კაკაოს გემრიელი გემოს მიღმა თირკმელებისთვის საზიანო კადმიუმი დგას. რა თქმა უნდა, სხვა მავნე მძიმე ლითონებთან შედარებით (როგორიცაა დარიშხანი), ეს არც ისე ცუდია, მაგრამ კადმიუმის ზემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეიძლება საშიში იყოს, რადგან ის ორგანიზმში გროვდება. ამ ქიმიური ელემენტის მონელებას ათი-ოცდაათი წელი სჭირდება.
დიდი რაოდენობით, თუნდაც მაღალი ხარისხის, შოკოლადი საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას. დიდი დოზებით კოფეინი ტაქიკარდიას, შფოთვას და არტერიულ წნევას იწვევს. სისხლში გლუკოზის დონის მატება კი პირდაპირი გზაა სიმსუქნისკენ.
დროთა განმავლობაში ორგანიზმის მგრძნობელობა ინსულინის მიმართ მცირდება და სისხლში იმდენი გლუკოზაა, რომ აღარ შედის უჯრედში. იწყება უჯრედული შიმშილი, რომლის საპასუხოდ ადამიანი კიდევ უფრო მეტ ტკბილეულს ჭამს. დარღვეულია ნახშირწყლების ცვლა, არის მიკროელემენტების დეფიციტი.
ამის მიუხედავად, კატეგორიული უარი ტკბილეულზეც არ უნდა თქვათ. მთავარია საკუთარი თავის კონტროლი. ჯანმო გირჩევთ დღეში მაქსიმუმ 50 გრამი სუფთა შაქრის მიღებას.
მწვანე ჩაი კატექინებს (100-დან 200 მგ-მდე ჭიქა) შეიცავს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია, აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობენ წონის დაკლებას, აძლიერებენ გულს და ხელს უშლიან კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ ადამიანების სამი ჯგუფი, რომლებსაც არ ურჩევენ ჩაის ხშირად დალევას. პირველ რიგში, ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ კუჭის პრობლემები.
თუ კუჭ-ნაწლავის დაავადებები გაქვთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. უკუჩვენებებია გასტრიტი და ქოლელითიაზი. გარკვეული თვისებების მქონე ნებისმიერი ჩაი იწვევს ნაღვლის გადინების გაზრდას. ამიტომ, თუ გაქვთ ქოლელითიაზი, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა კლასიკური კუჭ-ნაწლავის დაავადებები, უმჯობესია არ მიირთვათ მწვანე ჩაი და მიმართოთ სპეციალისტს.
ერთი ან ორი ჭიქა დღეში კვებათა შორის მხოლოდ სასარგებლო იქნება. მთავარია არ გადააჭარბოთ.
ექსპერტები ათეროსკლეროზისა და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს ურჩევენ მოერიდონ ძლიერ მწვანე ჩაის. ეს თეოფილინით და კოფეინითაა გამოწვეული, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღაგზნებს. როდესაც ცერებრალური ქერქის აგზნება ხდება, სისხლძარღვები ვიწროვდება, რამაც შეიძლება ტვინში სისხლის შედედების წარმოქმნა გამოიწვიოს.
მესამე ჯგუფი უძილობაა. სწორედ აქ მოქმედებს კოფეინის მასტიმულირებელი ეფექტი. ზოგჯერ ღამით ერთი ჭიქა ჩაიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ტვინმა აქტიური მუშაობა დაიწყოს, პულსი გაიზარდოს და ვერ დაიძინოთ. იმისათვის, რომ უძილობამ არ შეგაწუხოთ, ექსპერტები ჩაის დალევას დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე გირჩევენ.