ბავშვების უმეტესობას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება დასაძინებლად. მაგრამ ზოგჯერ ეს წესი არ მუშაობს და არც ძილის წინა დამამშვიდებელი რიტუალები შველის საქმეს. დაძინებისას პროტესტი და ჭირვეულობა ზაფხულში მატულობს, რადგან წლის ამ სეზონზე ბავშვი ხშირად კარგავს რუტინას, უჭირს დაძინება, დილით კი ცუდ ხასიათზე დგება.
აზრი არ აქვს დაჟინებით მოთხოვნას, რომ ბავშვმა ჩვეულ დროს დაიძინოს. სპეციალისტები გამოსავალს ძილის ციკლების დაცვაში ხედავენ.
ძილი სხვადასხვა ფაზებისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული.
ადრე ითვლებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები დასაძინებლად 21:00 საათზე გვიან არ უნდა დაწვნენ და ძალების სრულად აღსადგენად 9-10 საათი სჭირდებათ. თუმცა, ეს უნივერსალური წესი პრაქტიკაში დიდად არ მუშაობს: ზოგიერთი ბავშვiს დასაძინებლად ამ დროს ნამდვილი ბრძოლაა გამართული, დილით კი ცუდ ხასიათზე იღვიძებენ. ალტერნატივა ახალი რეჟიმია, რომელიც ბიოლოგიური ძილის ციკლებზეა მორგებული. თუ თითოეული ბავშვისთვის დაძინების ოპტიმალურ დროს აირჩევთ, ეს მას დილით ადვილად და კარგ ხასიათზე გაღვიძებაში დაეხმარება.
ცნობილია, რომ 4 წლის ასაკში ერთი ძილის ციკლი საშუალოდ 30 წუთს გრძელდება. თუ თქვენს პატარას დილის 9 საათზე სჭირდება გაღვიძება, ის უნდა დაიძინოთ წინა დღეს რომელიმე ამ საათზე:
არ დანებდეთ. მიჰყევით ახალ რუტინას ერთი კვირის განმავლობაში და თქვენი შვილი მიეჩვევა ერთსა და იმავე დროს დაძინებას.
არ მისცეთ თქვენს შვილს საშუალება გაჯეტები ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე გამოიყენოს. თამაშები ან მულტფილმები არ აძლევს მას მოდუნების საშუალებას. ბავშვებს უარესად სძინავთ, ნაკლები დროით სძინავთ, შემდეგ კი ძილიანობა აწუხებთ.
წაუკითხეთ შვილებს წიგნები, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას - ეს დაგეხმარებათ ბავშვის ყურადღება გაჯეტებისგან გადაიტანოთ და იგი დასვენებისა და ძილისთვის განაწყოთ.
დარწმუნდით, რომ ბავშვის საძინებელი ნამდვილად განაწყობს მას ძილისკენ და არ აფხიზლებს. ჰკითხეთ, მოსწონს თუ არა მას ოთახი, იქნებ დაგჭირდეთ ისეთი დეტალების დამატება, რომლებიც დამამშვიდებელ ატმოსფეროს შექმნის: ღამის განსხვავებული განათება ან დეკორის ელემენტი.