არ აქვთ მუშაობის უფლება, ვერ ერევიან პოლიტიკაში, ვერ იღებენ საჩუქრებს, ვერ ქორწინდებიან უბრალო ადამიანზე... - უჩვეულო აკრძალვები, რომლებსაც იაპონელ მონარქებს უწესებენ - მშობლები

არ აქვთ მუშაობის უფლება, ვერ ერევიან პოლიტიკაში, ვერ იღებენ საჩუქრებს, ვერ ქორწინდებიან უბრალო ადამიანზე... - უჩვეულო აკრძალვები, რომლებსაც იაპონელ მონარქებს უწესებენ

2024-07-31 11:53:49+04:00

იაპონიის საიმპერატორო სახლი 2500 წელზე მეტია, არსებობს და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სამეფო ოჯახს უამრავი წესი, რეგულაცია და აკრძალვა აქვს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. დღეს რამდენიმე ყველაზე უჩვეულო აკრძალვის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ მსოფლიოში არაერთი ადამიანის გაოცებას იწვევს:

საიმპერატორო ოჯახის წევრებს მუშაობის უფლება არ აქვთ

5-1722412594.jpg

ბევრი ევროპული მონარქიისგან განსხვავებით, იაპონიის სამეფო ოჯახის წევრებს სამსახურის ქონა ეკრძალებათ. მათ მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებში ჩართვა შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, იმპერატორის ნებართვა აუცილებელია.

ქალებს არადიდგვაროვან მამაკაცზე დაქორწინება ეკრძალებათ

3-1722412621.jpg

საიმპერატორო ოჯახის ქალებს არადიდგვაროვან მამაკაცებზე დაქორწინება ეკრძალებათ. თუკი გოგონები მაინც გადაწყვეტენ, რომ თავიანთი ცხოვრება უბრალო ოჯახის წარმომადგენელს დაუკავშირონ, ისინი ყველა ტიტულსა და სამეფო პრივილეგიას დაკარგავენ. თუმცა, ქალები ამ წესს ყოველთვის არ იცავენ და სიყვარულის გამო, მზად არიან, სამეფო პრივილეგიები დათმონ. მაგალითად, 2005 წელს ყოფილი პრინცესა, ნორი, დიზაინერ იოშიკი კუროდაზე დაქორწინდა და სამეფო ტიტულებზე უარი თქვა.

თუმცა, სამეფო ოჯახის მამაკაც წარმომადგენლებს არადიდგვაროვან ქალებზე დაქორწინების უფლება აქვთ და ამით, ქვეყანაში უთანასწორო პოზიცია იქმნება.

საიმპერატორო სახლი აპოლიტიკურია

4-1722412637.jpg

ისინი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, არც არჩევნებში მონაწილეობენ და არც საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ. ეს წესი იაპონიაში კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

იაპონიის სამეფო ოჯახს გვარი არ აქვს

2-1722412674.jpg

სამეფო ოჯახის წევრები მხოლოდ შერჩეულ სახელებს იყენებენ და მათი გვარი არსად ჟღერდება. ამრიგად, ახლა იაპონიას იმპერატორი ნარუჰიტო და იმპერატრიცა მასაკო მართავენ.

ქალი მონარქი ვერ გახდება

7-1722412686.jpg

ეს აკრძალვა ყოველთვის არ მოქმედებდა. ტახტზე 8 იმპერატრიცა იჯდა. თუმცა, 1889 წელს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ქალები სამეფო ტახტის მემკვიდრეები ვეღარ იქნებიან. ახლა ამ წესის გადახედვა იგეგმება და იაპონელებიც ქალებისთვის დისკრიმინაციული მიდგომის შეცვლას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით არსებული აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.

არავითარი საჩუქარი

8-1722412699.jpg

იაპონიის სამეფო ოჯახს საჩუქრის გაცემა ან მიღება წინასწარი ნებართვის გარეშე ეკრძალება. კონსტიტუციაში პირდაპირაა ასახული, რომ იაპონიის პარლამენტის ნებართვის გარეშე არც რაიმეს გაცემა და არც მიღება არ შეიძლება.