როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2024-08-01 10:21:44+04:00

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და ახლა აბიტურიენტები შედეგების გამოცხადებას ელოდებიან. გასულ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები 1-ელ აგვისტოს, დილის 10 საათზე გამოქვეყნდა, შესაბამისად აბიტურიენტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ თავიანთ ქულას დღეს იხილავდნენ. ამიტომაც, სხვადასხვა ჯგუფში არაერთი შეკითხვა დაისვა.

გადასამოწმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა აღნიშნეს, რომ შედეგების გამოქვეყნება, დიდი ალბათობით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, ორშაბათიდან დაიწყება.

თამარ იაკობაშვილი

გამოცდების შედეგები 3 აგვისტოდან გამოქვეყნდება - ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით, როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა - შიდა და გარე მობილობის წესები