გამოცდების შედეგები 3 აგვისტოდან გამოქვეყნდება - ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

გამოცდების შედეგები 3 აგვისტოდან გამოქვეყნდება - ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2024-08-01 17:06:06+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ უნდა შევიდეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს.