შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა ქართულ ენისა და ლიტერატურის ქულა გაიგეს. ამ ეტაპზე, პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა 85-მა აბიტურიენტმა აბიტურიენტმა მიიღო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი პირველადი შედეგების შესახებ წერს:
- ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი გამოცდები საკმაოდ წარმატებული იყო. ამაზე მეტყველებს როგორც საგამოცდო ტესტების მახასიათებლები, ისე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანალიზი.
- ჩვენმა ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შემოგვთავაზეს. ბუნებრივია, ცოდნის დონე ერთ წელიწადში საგრძნობლად ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ აშკარაა, რომ ტენდენცია იმედის მომცემია. სამწუხაროდ, წელსაც აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი გამოცდისათვის სათანადოდ არ იყო მომზადებული და ეს საერთო შედეგზე აისახება.
- ეს არის პირველადი შედეგი და მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მიღებული ქულა, რამაც საერთო სურათზე შეიძლება იქონიოს გავლენა. ამ ეტაპზე პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა მიიღო 85-მა აბიტურიენტმა. რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საგულისხმოა, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ის აბიტურიენტიც ინარჩუნებს, რომლის პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. ამიტომ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს.
- დეტალური სტატისტიკური ანალიზი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ზოგადად, ყველაზე რთული წერითი დავალებაა, შესაბამისად, აბიტურიენტებს უფრო მეტად მისი შესრულება უჭირთ.
ყველაზე მაღალ შეფასებას აბიტურიენტები, ტრადიციულად, წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი დავალებების ნაწილში იღებენ, შემდეგ მოდის ტექსტის რედაქტირება.
პირველადი მონაცემების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერილი მაქსიმალური შეფასება რეკორდულია. შედარებისთვის:
ქულების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება.
თამარ იაკობაშვილი