როგორც ცნობილია, სულ ახლახან მომღერალი ქეთა თოფურია მესამე შვილის დედა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ნიკოლი დაარქვა. ქეთამ სამშობიაროდან პატარის ფოტოც გამოაქვეყნა და ექიმთან ერთად გადაღებული ფოტოც.
შინ დაბრუნებულ დედა-შვილს ოთახი ყვავილებით სავსე დახვდათ - ასე შეეგება მეუღლე ქეთას.
წყვილს უკვე ორი საერთო შვილი ჰყავს - ადამი და ნიკოლი, ასევე ერთად ზრდიან ქეთას ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან - ოლივიას.