სულ ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო ახალგაზრდა სპორტსმენის, ლაშა ბექაურის დიდი სიხარულის გარშემო გაერთიანდა, როცა ის ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. მოგვიანებით კი, მეორე ტრიუმფის მოლოდინით, ეკრანს მიეჯაჭვა ყველა, დიდი თუ პატარა. 23 წლის ჯუდოკამ, ილია სულამანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი გახდა. ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა, მარცხი მოულოდნელი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით კი თავად ილიასთვის: "ასეთი მომზადებული არასდროს ვყოფილვარ, გული ჩემზე მეტად არავის სტკივა", - თქვა სპორტსმენმა. "გული გვეტკინა განა იმიტომ, რომ ოქრო გვინდოდა, არა, ჩვენ გვინდოდა, შენს სახეზე ღიმილი გვენახა", - წერდნენ სოციალურ ქსელში ილია სულამანიძის შესახებ.
ილია სულამანიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიყვარა, მისი გულშემატკივრების რიცხვი კი - გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ინტერესი მისი ცხოვრების, კარიერისა თუ ოჯახის შესახებაც უფრო დიდია.
ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტნეს აკადემიაში გააგრძელა სწავლა. განაგრძეთ კითხვა