ქეთი თოფურია ცოტა ხნის წინ გახდა მესამე შვილის დედა. მას და მის მეუღლეს ლევ დენგოვს პატარა ნიკოლი გაუჩნდათ. ის მათთვის მეორე საერთო შვილია - ქეთის ლევთან ვაჟი ადამი ჰყავს. ასევე ჰყავს პირველი შვილი პირველი ქორწინებიდან - ოლივია გეიხმანი.
თითქმის ყოველ წელს ქეთი და ბავშვები საქართველოში ატარებენ გარკვეულ დროს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და ოლივია თავის ინსტაგრამ გვერდზე ყაზბეგში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.