დღეს ზურა ყიფშიძის დაბადების დღეა. ცნობილი მსახიობი 71 წლის გახდა. სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს შვილიშვილი ნატალია ყიფშიძე და მის საარქივო ფოტოებს აქვეყნებს:
"დღეს ზურკინას დაბადების დღეა! ვფიქრობ, რომელი სურვილი ავირჩიო... იმდენია… ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენი ახალგაზრდა, მეამბოხე ზურა არსად გაუშვა. სულ იყო საკუთარ აზრზე და ამისთვის იბრძოდე ზუსტად ისე, როგორც სტუდენტობის დროს იბრძოდი უსამართლო რეჟიმთან. კიდევ მაქვს ბევრი სურვილი: მინდა, რომ ჩემთან ერთად მუსიკის მოსმენა არ მოგბეზრდეს. მინდა, რომ საღამოს ერთად ვჭამოთ ბუენო და უცნაური ისტორიები მომიყვე. ყველაზე მეტად მინდა, რომ ბედნიერება შენს ყოველდღიურ მდგომარეობად იქცეს. რომ გაიღვიძებ, ღიმილით შეხვდე ყველა დაბრკოლებას, რომელიც არ გასვენებს და ამგვარად მოგვარდეს ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა. მიყვარხარ ძლიერ და ამას ვერაფერი შეცვლის, მათ შორის ის უაზრო ადამიანებიც, რომლებსაც ეს ძალიან უნდათ. ზურკინ, კიდევ ერთხელ გილოცავ! დიდი ბიჭი გაიზარდე".