ცნობილი წყვილის დაშორება უკვე საბოლოოა - მათ საბუთებზე ადვოკატები მუშაობენ და განქორწინების შესახებ ოფიციალური განცხადება ზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება. ბენი და ჯეი ლო უკვე რა ხანია აღარ ურთიერთობენ, ერთად არ ჩნდებიან და ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც ისევ აკავშირებთ, მათი შვილები არიან, რომლებიც ძალიან მეგობრობენ. ემა ენტონი და სერაფინა აფლეკი მალევე დამეგობრდნენ, რადგან ბევრი საერთო აქვთ. პირველ რიგში კი ის, რომ ორივეს თავი მამაკაცად მიაჩნია. უფრო სწორად, ბენ აფლეკის ქალიშვილი ამბობს, რომ ბიჭია და ფინი უნდა დაუძახონ, ლოპესის გოგონა კი ამბობს, რომ მოიხსენიონ, როგორც "ისინი", რადგან ჯერ ბოლომდე არ აქვს გარკვეული გენდერული კუთვნილება. გოგონები პაპარაცებმა სულ ცოტა ხნის წინაც ერთად დააფიქსირეს.
ბენ აფლეკის შვილი ჯენიფერ ლოპესის დაბადების დღეზეც იყო, რომელიც მომღერალმა გრანდიოზულად გადაიხადა და რომელსაც, რასაკვირველია, არ ესწრებოდა მისი უკვე ყოფილი მეუღლე.