ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, რომელც მსოფლიოს ულამაზეს მამაკაცად არაერთხელ იყო აღიარებული, 18 აგვისტოს გარდაიცვალა. 88 წლის ალენ დელონის გარდაცვალება მისმა შვილებმა დაუდსტურეს ფრანგულ პრესას.
"ალენ-ფაბიენი, ანუშკა, ენტონი და ასევე ლუბო (მსახიობის ძაღლი) უსაზღვროდ დამწუხრებულნი არიან მამის გარდაცვალებით. ის მშვიდად გარდაიცვალა დუშის სახლში, სამი შვილის გარემოცვაში. მისი ოჯახი გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად ცხოვრებას გლოვის ამ მტკივნეული მომენტების დროს", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
წელს აპრილიდან გაძლიერებული მეურვეობის ქვეშ იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა და ჰოსპიტალებში ატარებდა დიდ დროს. 2019 წელს ინსულტი გადაიტანა, რომელმაც მის მდგომარეობას დიდი ზიანი მიაყენა.
ალენ დელონი დიდი ხანი ემზადებოდა გარდაცვალებისთვის. ერთი პერიოდი ევთანაზიაზეც კი ფიქრობდა, თუმცა შემდეგ შვილებმა გადააფიქრებინეს. 2019 წელს კი, როცა ოქროს პალმის რტო მიიღო, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეს იყო ჯილდო სიკვდილის შემდეგ, რომელიც მოასწრეს და სიცოცხლეში მისცეს.