რობერტ დე ნირომ 81-ე დაბადების დღე 1 წლის და 56 წლის ქალიშვილებთან ერთად იახტაზე აღნიშნა - მშობლები

რობერტ დე ნირომ 81-ე დაბადების დღე 1 წლის და 56 წლის ქალიშვილებთან ერთად იახტაზე აღნიშნა

2024-08-19 12:46:58+04:00

17 აგვისტოს ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო 81 წლის გახდა. მისთვის ასაკი საერთოდ არ არის დაბრკოლება - შარშან გაზაფხულზე მეშვიდე შვილი შეეძინა და ახლაც ისე ერთობა, როგორც მოზარდი.

"80 ეს ახალი 20-ეულია" - ასეთი დევიზი აქვს დღეს ბევრ ვარსკვლავს, რომლებიც ამ ასაკშიც ახალგაზრდულად ცხოვრობენ. მათ შორის არის რიბერტ დე ნირო, რომელმაც 81-ე დაბადების დღე თავის ოჯახთან ერთად ძვირად ღირებულ იახტაზე აღნიშნა.სავარაუდოდ ეს ისევ ის იახტაა, რომლითაც სამი წლის წინ ისარგებლა. მაშინ მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი კრუიზი 108-მეტრიან იახტაზე გაიმართა, რომელიც 11 კაიუტაში 22 სტუმარს მასპინძლობდა. იახტის ღირებულება 200 მლნ დოლარია.

კრუიზის დროს გათვალისწინებულია კვება, მზის აბაზანები და რა თქმა, უნდა, წყალში ხტომა და ცურვა, რაზეც მსახიობმა ამ ასაკშიც არ თქვა უარი. ეს კი ვიდეოზე აღბეჭდა მისმა ქალიშვილმა დრენამ, რომელიც რობერტმა პირველი ქორწინებისას იშვილა და რომელთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს.

"გილოცავ 81-ე დაბადების დღეს, მამა. მთელი გულით მიყვარხარ", - დაურთო ვიდეოს ტექსტი დრენამ. ასევე გამოაქვეყნა ოჯახური ფოტოები, რომლებზეც რობერტი დრენასთან და ასევე მის ერთადერთ ვაჟთან, ტრაგიკულად დაღუპულ ლეანდროსთან ერთად არის აღბეჭდილი.

792x1280-0x4x9mgmrs-3653768032532994830-1724058880.jpg

792x1280-0xphjajhj0-7113337665474563680-1724058880.jpg1166x877-0xmzchujko-5881224500049092586-1724058881.jpg

მსახიობის შვილიშვილი შარშან გარდაიცვალა 19 წლის ასაკში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო მსახიობისთვის, რომელიც ტრაგედიამდე სულ რამდენიმე თვით ადრე მეშვიდედ გახდა მამა და 79 წლის ასაკში 45 წლის მეგობარმა ქალმა ტიფანი ჩენმა ქალიშვილი - ჯია ვირჯინია გაუჩინა. მოგვიანებით აღნიშნა, რომ ჯიამ გადაატანინა ეს ტრაგედია.

497x600-1-2180ed9a0568d51351b937908f6f25c81332x1608-0xpum5hemq-6527323787555820685-1724059014.jpg

f26e8e99d232c79103ad48c1b0d11908-1724059014.jpg

მსახიობი დიდ დროს ატარებს პატარა ჯიასთან და ამბობს, რომ ის უდიდეს ენერგიას აძლევს. "ის ერთადერთი, ვისაც უპირობოდ ვუყვარვარ და ვინც არ მაკრიტიკებს".

მე ვერ ვნახავ, ის როგორ გაიზრდება... - 80 წლის რობერტ დე ნირო 9 თვის ქალიშვილზე საუბრისას ატირდა