გამაოგნებელი ფაქტები და დეტალები ამის შესახებ ბევრმა იცის – ჯერ კიოდევ 1979 წელს დაიწყო ჩინეთში ფართომასშტაბიანი კამპანია "ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი". მიზანი იყო მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება, რომ 2000 წლისთვის 1,2 მილიარდი ადამიანის ნიშნულისთვის მიეღწიათ. პროცესში პროგრამაში კორექტივებიც შეჰქონდათ. თუმცა ამოცანა ძირითადად შეასრულეს და 2000 წლისთვის მხოლოდ 42,5 მილიონი ადამიანით გადააჭარბეს სასირველ დონეს. გარდა ამისა, 30 მილიონამდე ადამიანი საერთოდ ვერ მოხვდა სტატისტიკაში – ისინი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
თუმცა ჩინეთმა ამ პროგრამის წარმატებისთვის ცოტა მსხვერპლი არ გაიღო. ჩინეთში სერიოზული გენდერული დისბალანსია და მოსახლეობა სწრაფად ბერდება. ქუჩაში გასულიც კი შედარებით იშვიათად დაინახავთ ბავშვს.
ჩინეთში ბავშვები, განსაკუთრებით კი ვაჟი ძალიან უყვართ. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვი ოჯახში ლამის გაღმერთების ობიექტი გახდა, მით უმეტეს, რომ ოჯახების უმრავლესობას მართლაც ერთადერთი შვილი ჰყავდა და დღემდე ასეა. ბავშვები იქ ნამდვილ პატარა იმპერატორებად იქცნენ. მშობლები მათ ნებისმიერ კაპრიზს ასრულებენ და საკუთარ თავს ბევრ რამეს უკრძალავენ მათ სასარგებლოდ. ხანდახან ასეთი განებივრება ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მიდის. მაგალითად, 2014 წლის იანვარში 13 წლის განებივრებულმა გოგონამ დედა აიძულა, ორსულობის მე-13 კვირაში აბორტი გაეკეთებინა და მისთვის დედმამიშვილი არ გაეჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა.
ვინც ცდილობდა კანონისთვის გვერდის ავლას, ჰონკონგში მიდიოდა შვილის გასაჩენად, სადაც საკუთარი კანონმდებლობა აქვთ.
იმის გამო, რომ ერთი შვილის გაჩენის უფლება ჰქონდათ მხოლოდ, ოჯახები არჩევანს ძირითადად ვაჟის სასარგებლოდ აკეთებდნენ. ამიტომ უმრავლესობა ვაჟი ჩნდებოდა წლების განმავლობაში და ქვეყანამ სერიოზული გენდერული დისბალანსი მიიღო. ამას მოჰყვა ქალების დეფიცინი და ჰომოსექსუალიზმის მკვეთრი ზრდა.
2008 წელს სიჩუანის პროვინციაში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შემდეგ, როცა უამრავი ადამიანი დაიღუპა და ბევრიც დაიკარგა, მთავრობამ ცოტა შეარბილა კანონმდებლობა და პროვინციის მცხოვრებლებს, მშობლებს, რომლებმაც ერთადერთი შვილი დაკარგეს ან დაუინვალიდდათ, ნება მისცეს, კიდევ ერთი შვილი გაეჩინათ.
წლების განმავლობაში აქ განსაკუთრებით უყვარდათ ტყუპი. ტყუპის გაჩენა დიდ ბედნიერებად ითვლება ახლაც – კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში არ უწევთ ჯარიმის გადახდა "დამატებითი" ბავშვის გამო.
მას მერე, რაც მთავრობაში ახალი თაობა მოვიდა, კანონი შედარებით შერბილდა, ცდილობენ, გენდერული დისბალანსის აღადგინონ და თავდაპირველად პროვინციების უმეტესობაში დართეს ნება, 2 შვილი გაეჩინათ. ეს კანონი განსაკუთრებით იმ ოჯახებზე ვრცელდებოდა, რომლებშიც ერთი მშობელი მაინც დედისერთა იყო. 2021 წლის 31 მაისიდან კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო კანონი, რომელიც 3 შვილის ყოლის ნებას რთავს. ეს კანონიც მოჰყვა იმ შედეგებს, რაც მიიღეს - 2020 წლისთვის შობადობის დონე 15%-ით იყო დაკლებული...