თაკო საზინა ბიუთი ვლოგერია. მის ბლოგებს ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და საინტერესო რჩევებსაც იღებენ. თაკო სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია და ღიაა საკომუნიკაციოდაც, საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად უყვება გამომწერებს. ოჯახი რომ შექმნა, ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად და პატარას მოლოდინში რომ იყო, ესეც მისგან გაიგო საზოგადოებამ.
სულ ცოტა ხნის წინ თაკო და თორნიკე სეხნიაშვილი მშობლები გახდნენ, ქვეყანას პატარა მატილდა მოევლინა. ამის შესახებ თავად თაკომ გამოაქვეყნა პოსტი და ფოტოები:
"დაიბადა მატილდა სეხნიაშვილი, ჩვენი პატარა პრინცესა. არაფერი არ შეედრება ამ გრძნობას ამ ქვეყანაზე, როგორიც შვილთან პირველი ჩახუტებაა".
თეკლა ჟვანია