საყვარელი მამაკაცის გულისთვის ნორვეგიის პრონცესამ სამეფო ვალდებულებები მიატოვა და ახლა მზად არის ქმართან ერთად რიტუალები და ცერემონიები ატაროს.
ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა დაქორწინდა! ამ ურთიერთობის შესახებ ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჭორაობდნენ, რადგან ეს კავშირი გირგვინოსანი ოჯახის ცხოვრების წესს ყველანაირად გასცდა: 52 წლის პრინცესამ მკურნალთან და შამანთან, 49 წლის დიურეკ ვერეტთან გააბა რომანი.
ქორწილი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ხელის მოწერის ცერემონია 31 აგვისტოს, გეირანგერის ფიორდში შედგა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივი ძეგლია. ღონისძიების დამალვას ცნობისმოყვარე თვალებისგან წყვილი გულდასმით მალავდა. ფოტოგრაფები ქორწილში არ მიუშვეს, პატარძალი გადასაფარებლების ქვეშაც კი დამალეს.
პრინცესამ და შამანმა კატეგორიულად აუკრძალეს სტუმრებს ცერემონიის დროს ტელეფონების გამოყენება. ერთადერთი, ვისაც შეეძლო ყველაფერი გადაეღო, ცნობილი რეჟისორია, რომელიც კადრებს ნეტფლიქსისთვის იღებდა. ყველა დანარჩენი წინასწარ იყო გაფრთხილებული - არანაირი ფოტო სოციალურ ქსელებში!
მაგრამ პრესაში რაღაცამ მაინც გაჟონა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ქორწილი მართლაც სამეფო იყო. წყვილს მთელი ოჯახი მიესალმა: მეფე ჰარალდ V და დედოფალი სონია, პრინცი ჰააკონი, მისი ცოლი, გვირგვინის პრინცესა მეტე-მარიტი, მათი შვილები პრინცესა ინგრიდ-ალექსანდრა და პრინცი სვერე მაგნუსი, ისევე როგორც მართა ლუიზის ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან. ლეია აიადორა და ემა ტალულა.
ყველაზე საპატიო სტუმრები სკანდინავიის სამეფო სახლის წარმომადგენლები იყვნენ. ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია მეუღლესთან, პრინც დანიელთან, ძმასთან, პრინც კარლ ფილიპთან და მის მეუღლესთან, პრინცესა სოფიასთან ერთად ჩავიდა.
სამაგიეროდ, დანიის მეფე ფრედერიკი და დედოფალი მარია ვერ დაესწრნენ ცერემონიას. მათ ოჯახში ახლა ბევრი სკანდალია, ამიტომ სადღესასწაულო განწყობა ოჯახში არავის აღმოაჩნდა.
პრინცესა შამანს ჯერ კიდევ 2019 წელს შეხვდა ერთ-ერთ წვეულებაზე საერთო მეგობრებთან ერთად და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. ფიქრობდა, რომ "წინა ცხოვრებაშიც ერთმანეთს იცნობდნენ". რამდენიმე ხნის შემდეგ მან სოციალურ ქსელში თავის სასიყვარულო ურთიერთობაზე დაპოსტა.
„მან მიმახვედრა, რომ უპირობო სიყვარული არსებობს ამ პლანეტაზე. ვინც მაკრიოტიკებს, ენას კბილი დააჭიროს. არავის საქმე არ არის ჩემი არჩევანი ან ჩემი განსჯა. მე მამაკაცი რომელიმე თქვენგანის დასაკმაყოფილებლად ან ნორმებისა და საზღვრების დასაცავად არ ამირჩევია“, - წერდა პრინცესა.
ამ ურთიერთობის ირგვლივ ბევრი ჭორი დადიოდა და ზოგს დღემდე სჯერა, რომ შამანი პრინცესას ატყუებს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ქალი ბედნიერია.
წყვილი 2022 წელს დაინიშნა და ამის შემდეგ პრონცესას სამეფო მოვალეობებიც დასრულდა. მართა ლუიზმა გვირგვინს სიყვარული არჩია.