ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 27 წლისნიკა ღვინიაშვილიწამებით მოკლეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკვლელების ოჯახი სოფლიდან გაიხიზნა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Ambebi.ge მოკლულის დას, მარიამ ღვინიაშვილს ესაუბრა:
“მკვლელობის ნამდვილი მიზეზი არ ვიცით. მეზობელმა დაპატიჟა ჩემი ძმა, სუფრაზე არც დაულევია, ანტიბიოტიკს სვამდა, ნიკა იმ ოჯახში ზრდილობის გულისთვის მივიდა და დიდხანს არც გაჩერებულა. მერე შეკამათებულან, არ ვიცი, რა აკადრეს ჩემს ძმას, ესეც თავმოყვარე ბიჭი იყო და შეურაცხყოფას არავის გაუტარებდა. მედოშვილები ნასვამები ყოფილან. ვის ოჯახშიც იყვნენ, იმ ბიჭს უთქვამს, რომ შეკამათდნენ, მერე ნიკა სახლისკენ წასულა, მკვლელები კი დაედევნენ, ჩაუსაფრდნენ და სასტიკად აწამეს.მკვლელობა მედოშვილების სახლის წინ მომხდარა, წყაროსთან. როგორც ჩანს, ჩემი ძმა გათიშეს, თორემ გაუმკლავდებოდა, წინააღმდეგობას გაუწევდა და ასე არავის მოაკვლევინებდა თავს. მას თავშიც ბლაგვი საგანი ჰქონია ჩარტყმული, მუხლებიც გადაყვლეფილი, ნახოხიალები აქვს, ყელში წაჭერის კვალიც ეტყობა. განაგრძეთ კითხვა