თბილისის მერის უმცროსი ვაჟი უკვე პირველკლასელია. ნიკოლა კალაძე დედ-მამასთან და ძმასთან ერთად წავიდა სკოლაში. თუმცა როგორც ვიდეოზე ჩანს, არც ისე დიდი სურვილით და როგორც პირველკლასელების უმრავლესობამ, მანაც ვერ დამალა ემოციები.
ნიკოლა ამ დღეებში ხდება 6 წლის და როგორც ცნობილია, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლიდან ის ბავშვებიც შედიან სკოლაში, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება.