პარიზში ოლიმპიადის ბოლო დღეს - დახურვის ცერემონიის დაწყებამდე ფაქტიურად რამდენიმე საათით ადრე - საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ქალთა მარათონი გაიმართა. მასში მონაწილეობა 33 წლის უგანდელმა სპორტსმენმა რებეკა ჩეპტეგეიმაც მიიღო. მან საერთო ჯამში 44-ე ადგილი დაიკავა, გამარჯვებულს ჰოლანდიელ სიფან ჰასანს 9 წუთი და 19 წამით ჩამორჩება. თუმცა გოგონა ამ შედეგით კმაყოფილი იყო: რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა კენიაში, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობს და შედეგების გასაუმჯობესებლად კვლავ ვარჯიში დაიწყო.
არც ისე დიდი ხნის წინ, რებეკამ მიწის ნაკვეთი იყიდა ტრანს-ნზოიას ოლქში და სახლი ააშენა. მან ეს ადგილი შემთხვევით როდი არჩია: ქვეყნის ყველა საუკეთესო სტადიონი და სპორტული სასწავლო ცენტრი სწორედ იქ მდებარეობს. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა ჩეპტეგეი კიდევ ვარჯიშს: ერთ-ერთი ბოლო ჩხუბის დროს, ყოფილმა ბოიფრენდმა, დიქსონ ნდიემამ მას ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ოლიმპიური მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს სხეულის დაახლოებით 75%-იანიდ ამწვრობით. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა.
რებეკა ჩეპტეგეის მეგობრების თქმით, ყოფილ მეგობარ ბიჭთან ჩხუბის მიზეზი უძრავი ქონება გახდა: წყვილმა დაშორების შემდეგ ის ვერ გაიყო. დიქსონი რებეკას სახლში შეიპარა, როდესაც ის კვირას შვილებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა მას. სპორტსმენის მეზობლებმა სახლიდან ყვირილი გაიგონეს, მაგრამ კონფლიქტში არ ჩარეულან. რაღაც მომენტში ყვირილი შეწყდა და ცოტა ხნის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა.
აღმოჩნდა, რომ დიქსონი ბენზინის საყიდლად იყო წასული, შემდეგ კი სპორტსმენს დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. თავად ნდიემაც დაშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა სერიოზული არ არის. სპორტსმენის შვილებმა გაქცევა მოახერხეს: ჩეპტეგეიმ, ყოფილის დანახვისას, ბავშვებს მკაცრად მოსთხოვა სახლი დაეტოვებინათ. რებეკა მეზობლებმა გადაარჩინეს: მათ ცეცხლი ჩააქრეს და წყვილი საავადმყოფოში წაიყვანეს. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს: დიქსონ ნდიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.