ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟი, პრინცი ჰარი, ოჯახს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც უფროსი ძმა უილიამი მას ბოდიშს მოუხდის. ჰარის დაბრუნების პირობები Daily Mirror-ის წყარომ გაასაჯაროვა.
ძმების ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჰარიმ უარყო სამეფო ოჯახის წევრის ტიტული და მეუღლესთან მეგან მარკლთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. 2023 წელს პრინცმა გამოსცა მემუარების წიგნი "სათადარიგო", სადაც მან უარყოფითად ისაუბრა ჩარლზის ცოლზე, დედოფალ კამილაზე და ძმასთან ჩხუბზე.
Daily Mirror-ის ცნობით, წიგნის გამოსვლის შემდეგ, პრინცმა უილიამმა თქვა, რომ ახლა ოჯახი ჰარის არ მიიღებს, თუნდაც ის დაბრუნდეს. ჰარის მეგობრებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მან იცოდა უილიამის გრძნობები და განცხადებები. ძმები რამდენიმე თვეა არ ურთიერთობენ. აგვისტოს ბოლოს ისინი ერთი წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ ბიძის, ბარონ რობერტ ფელოუსის ცერემონიაზე და ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ.