თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძიების შემდეგ მამა იპოვა, რომელიც ზუგდიდელი ცეკვის მასწავლებელი გურგენ ხორავა აღმოჩნდა. მამა-შვილის შეხვედრის ემოციურ კადრებს უამრავი ნახვა და გაზიარება აქვს, არის ასევე ათასობით შეკითხვა.
"8 წლიანი ძიება დასრულდა.
თამუნა შეხვდა მამას.
P.s. ძალიან ბევრი კითხვა შემოდის პირადში მსგავსი შინაარსის და ერთიანად გიპასუხებთ: არა მეგობრებო, თამუნა მამას არ გაუშვილებია და მისი ბრალეულობა ამ საკითხში ნულის ტოლია.
"მოპარულია თუ გაშვილებული, დედა ვინ არის და ვიდეოში რატომ არ ჩანს?" - მსგავს საკითხებზე თამუნა თავად ისაუბრებს", - წერს თამუნას მეგობარი.