ქეთა თოფურიას, რომელიც ცოტა ხნის წინ სამი შვილის დედა გახდა, დღეს დაბადების დღე აქვს. მეუღლე, ბიზნესმენი ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს:
"ყოველდღე მადლობას ვწირავ ბედს შენთვის! მადლობა შენ! ყოველთვის ბედნიერი იყავი, ჩემი სულის ნაწილო! დაბადების დღეს გილოცავ".
ლევ დენგოვს პირველი ქორწინებიდან ორი მოზრდილი შვილი ჰყავს, ქეთასთანაც უკვე ორი საერთო შვილი შეეძინა - ადამის შემდეგ ქვეყანას ნიკოლი მოევლინა. თავად ქეთას კი პირველი ქორწინებიდან ოლივია ჰყავს, რომელსაც დენგოვთან ერთად ზრდის.