მსოფლიო ვარსკვლავი სელენა გომესი სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს ახალგაზრდა მილიარდერად. 32 წლის სელენას ქონებამ ოფიციალურად გადააჭარბა ერთ მილიარდ დოლარს. შემოსავლის დიდი ნაწილი მომღერლისა და მსახიობისთვის მოაქვს საკუთარ კოსმეტიკის ბრენდს Rare Beauty, ასევე აგრძელებს კარიერას, როგორც მომღერალი და მსახიობი.
თუმცა მილიარდერმა სელენამ სულ ახლახან ჟურნალ Vanity Fair-თან გულახდილად ისაუბრა თავის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე, რის გამოც თავად ვერასდროს გააჩენს შვილს. "ადრე მიჭირდა ამაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, თავად არ შემიძლია მუცლით ბავშვის ტარება. ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა ჯანმრთელობის, რის გამოც ორსულობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება ჩემი და ბავშვის სიცოცხლე", - აღიარა გომესმა.
ცნობისათვის, სელენას პრობლემები, რომელიც ბავშვობიდან პოპულარულია, მოზარდობის ასაკშივე დაიწყო. წლების განმავლობაში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის მეგობარი გოგონა იყო. შემდეგ წყვილი ხმაურიანად დაშორდა და უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს, როგორ მტკივნეულად მიიღო ეს დაშორება სელენამ. გოგონას მას შემდეგ მუდმივად ჰქონდა დეპრესია, აშლილობები და სარეაბილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა. არც მანამდე ჰქონდა მყარი ჯანმრთელობა და ამბობენ, რომ ამ ამბავმა კიდევ უფრო გააუარესა.
ჯერ კიდევ 2014 წელს მოუწია ქიმიოთერაპიის ჩატარება, რადგან სისტემური წითელი მგლურის დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო, წარმატების პიკში მყოფს გასტროლების და კონცერტების გაუქმება მოუწია. ორ წელიწადში კვლავ იწვა სარეაბილიტაციო ცენტრში იმავე დაავადების გაწვავების გამო.
2017 წელს თირკმელი გადაუნერგეს - დონორი მისი მეგობარი ფრანსია რაისა გახლდათ. ოპერაციის დროს არტერია გასკდა და ექიმებს მოუწათ, ფეხის ვენის დახმარებით არტერიის ოპერაციაც გაეკეთებინათ.
შემდეგ იყო ფსიქოზი და ბიპოლარული აშლილობა. კარგა ხანს ჰქონდა ჰალუცინაციები და კლინიკაშიც იწვა, რადგან პარანოიას ვერ უმკლავდებოდა. ასე რომ, ყოველივე ამის გამო, მიუხედავად დიდი სურვილისა, თავად ვერ შეძლებს შვილის გაჩენას, თუმცა იმისიც სჯერა, რომ სხვა საშუალებებით ოდესმე დედა გახდება.
"კარგია, რომ არსებობენ შესანიშნევი ადამიანები, რომლებიც სუროგაციით არიან დაკავებული ან შვილის აყვანაც შეიძლება", - ამბობს სელენა, რომელიც ამჟამად თავის ბოიფრენდთან - მუსიკალურ პროდიუსერ ბენი ბლანკოსთან ერთად ცხოვრობს და სწორედ მასთან ერთად განიხილავს ხოლმე შვილების ყოლის შესაძლებლობას.