წარმატებული მოდელი დევა კასელი დღეს 20 წლის გახდა. დევას სოციალურ ქსელში ულოცავენ იუბილეს ცნობილი მშობლები - ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი. ორივე მშობელი საარქივო ფოტოებს აქვეყნებს ტექსტით:
"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო. დღეს გახდა 20 წელი მას მერე, რაც ბედნიერ და ამაყ მამად მაქციე. ყველაზე მეტად მიყვარხარ", - წერს ვენსან კასელი.
"ჩემო საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს! ბედნიერი იყავი ამ მნიშვნელოვან დღეს და მთელი ცხოვრება! მადლობა, რომ ხარ..." - წერს მონიკა.
დევა ჯერჯერობით სამოდელო სფეროში იკვლევს გზას საკმაოდ წარმატებით, მშობლების მსგავსად კინოში არ გადაუნაცვლია.