ბევრს სჯერა, რომ არსებობს "ჯადოსნური ფრაზები", რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში პოზიტიური ენერგია და წარმატება შემოაქვს. ალბათ, უფროსი თაობის წარმომადგენლებისაგან "ჯადოსნური სიტყვები" (შელოცვის სახით) ხშირად მოგვისმენია. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი სიტყვები ნეგატიური აურისაგან გაგვათავისუფლებს და წარმატებას მოგვიტანს. რელიგიაში ამ ჯადოსნურ სიტყვებს ლოცვას უწოდებენ, რომელიც ბევრი ადამიანისათვის ხსნა და დიდი ნუგეშია.
სიტყვებს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ის, თუ რას და როგორ ვამბობთ, ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. თუ მუდმივად საკუთარ თავსა და სხვებზე აგრესიულად ვსაუბრობთ, ეს გვამძიმებს და წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლის. ხოლო, თუ პოზიტიურ ფრაზებს ვამბობთ, ჩვენი ყოველი დღე ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა. სიტყვების ჯადოსნურობაზე არაერთი ფსიქოლოგი საუბრობს და ადამიანებს მოუწოდებენ, რომ დადებითი ფრაზები და აფირმაციები თვითმოტიაციისათვის ხშირად გაიმეორონ.
აფირმაციები მცირე ზომის პოზიტიური ფრაზებია, რომელთა თქმაც მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანებს პოზიტიურად დააწყებინოს ფიქრი და რთული დღეების გადალახვაში დაეხმაროს. დღეს გაგიზიარებთ ფრაზებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იღბალსა და წარმატებას შემოიტანს. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ეს ფრაზები ყოველდღე გაიმეოროთ:
ეს ყველაზე ცნობილი და პოპულარული აფირმაციაა. რაც არ უნდა სტრესული სიტუაცია იყოს, თუკი საკუთარ თავს ხშირად გაუმეორებთ, რომ შვიდად ხართ, ეს დაგეხმარებათ, მართლაც გადალახოთ ემოციური ეტაპი და დამშვიდდეთ. ალბათ, ფილმებში ხშირად გინახავთ, გაბრაზებული გმირები რამდენჯერმე როგორ უმეორებენ საკუთარ თავს: "მშვიდად ვარ", "მშვიდად ვარ" - როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს მართლაც მუშაობს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე აფირმაცია, რომლებიც ჯობს, საკუთარ თავს ხშირად გაუმეოროთ. შემდეგ თქვენი გონება დაიწყებს იმის დაჯერებას, რასაც ამბობთ:
გარდა ამისა, მედიტაცია დამშვიდებასა და განტვირთვაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ. ამისთვის რამდენიმე ნაბიჯს გაგიზიარებთ:
თქვით:
გარდა ამისა, შეგიძლიათ, თქვათ:
"ვგრძნობ, როგორი ჯანმრთელი ვარ და ჩემი ყველა ორგანო ჯანსაღია"
ეს ფრაზა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ყოველდღიურობა უკეთესად აღიქვათ და მაშინაც კი, თუ ყველაფერი რიგზე არ არის, გონებას პოზიტიურად ფიქრი დააწყებინოთ.
"ჩემთან წარმატება მოდის"
ეს ფრაზა მოტივაციის გაზრდასა და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
ასევე, შეგიძლიათ, ყოველდღე გაიმეოროთ: "ბედნიერი ვარ", "სავსე ვარ", "ჯანმრთელი ვარ".
შესაძლოა, მედიტაციისათვის ყოველდღიურად ბევრი დრო ვერ გამოყოთ, მაგრამ შეეცადეთ, მშვიდად განმარტოებასა და პოზიტიურად ფიქრს 5 წუთი მაინც დაუთმოთ. ნახავთ, რომ თავს ბევრად ენერგიულად იგრძნობთ და გექნებათ მოტივაცია, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოთ.