ბიანკა ბალტის მთელი მსოფლიო იცნობს "დოლჩე და გაბანას" რეკლამების სერიით. გარდა ამისა, "ვიქტორია სიკრეტის" ცნობილი მოდელია.
40 წლის ბიანკამ ინსტაგრამზე მოულოდნელი ფოტოები გამოაქვეყნა - საავადმყოფოს პალატაში გადაღებული და დაწერა: "გასულ კვირას დამაწვინეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც გაირკვა, რომ მუცლის ტკივილების მიზეზი სარძევე ჯირკვლების მესამე სტადიის სიმსივნეა. ეს იყო შიშით, ტკივილით და ცრემლებით სავსე კვირა, მაგრამ ასევე პირველ რიგში - სიყვარულით, იმედით, სიცილით და ძალით. ხანგრძლივი გზა მელის, მაგრამ ვიცი, რომ გავივლი მას".
იტალიელმა მოდელმა ორი წლის წინ გაიკეთა პროფილაქტიკური მასტექტომია, ისევე როგორც ანჯელინა ჯოლიმ ბევრი წლის წინ. ბიანკას შემთხვევაში მიზეზი იყო პროფილაქტიკური კვლევები, რომლის დროსაც გაირკვა, რომ გენეტიკური მუტაცია ჰქონდა და ძუძუს ან ნებისმიერი ჯირკვლის კიბოთი დაავადების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობდა. მაშინ ბიანკამ საკვერცხეები დაიტოვა, რადგან ჯერ კიდევ გეგმავდა შვილების გაჩენას. პროფილაქტიკური ოპერაციის მთავარი მოტივაცია კი ის იყო, რომ ბიანკას თქმით, არ ჰქონდა ავადმყოფობის უფლება მისი ორი შვილის გამო. ბიანკას ჰყავს მატილდა ყოფილი ქმრისგან კრისტიან ლუჩიდისგან და მია - ახლანდელი ქმრის მეთ მაკროისგან.
ბალტიმ კარიერა მოდელისთვის საკმაოდ გვიან - 20 წლისამ დაიწყო, თუმცა ძალიან მალე გახდა პოპულარული. ძირითადად, დოლჩე და გაბანას რეკლამებიდან და 10 წელი ამ ცნობილი ბრენდის სახე იყო.