მძიმე სასკოლო ჩანთა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რჩება გამოწვევად. სკოლების ნაწილი პრობლემის გადაჭრას თავად ცდილობს, ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლები მცირეწლოვან ბავშვებს თავად ეხმარებიან ჩანთის ტარებაში, თუმცა უმეტესად პრობლემა მაინც გადაუჭრელია.
მძიმე ჩანთის ტარებამ, განსაკუთრებით კი ცალ მხარზე გადაკიდებამ შეიძლება კუნთები და სახსრები დააზიანოს, რაც იწვევს წელის, კისრისა და ზურგის ტკივილს, ხერხემლის გართულებებსა და დგომის არასწორი მანერის განვითარებას.
ექიმების რეკომენდაციით, ბავშვებმა თავიანთი წონის მაქსიმუმ 10%-დან 20%-მდე წონა შეიძლება ატარონ. ამასთან აუცილებელია, სიმძიმე სწორად იყოს მხრებზე გადანაწილებული, რათა სხეულის რომელიმე ნაწილი ზედმეტად არ დაიტვირთოს. ჩანთა ზურგის ცენტრში უნდა იყოს მოქცეული და წელის ქვედა ნაწილს არ უნდა ეხებოდეს. ამასთან სამხრეების ზომა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. გადაკიდებისას კი ბავშვმა ორივე ხელი უნდა გამოიყენოს.
არსებობს ორთოპერდიული ჩანთებიც, რომელიც კიდევ უფრო მეტად იცავს ბავშვისა და მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას დაზიანებისგან. მათი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ხშირად უწევთ მძიმე წიგნების ტარება და შესაბამისად, კუნთებისა და სახსრების დაზიანების რისკი იზრდება. აღნიშნული ტიპის ჩანთების წარმოებაში წამყვანი კომპანიები არიან „ბელმილი“ და „პასო“, რომლებიც საქართველოში „ბიბლუსის“ ქსელშია წარმოდგენილი. ორთოპედიული ჩანთების მთავარი უპირატესობებია სიმსუბუქე, ფართო და რბილი სამხრეები, ბევრი განყოფილება და რიგ შემთხვევებში, წელის ქამრები.
ჩანთის ჩალაგებისას გირჩევთ, რომ წონა ორივე მხარეს დაბალანსებულად გადაანაწილოთ. მუდმივად განაახლოთ სასკოლო ნივთების რაოდენობა. ასევე ეცადეთ, რომ ნებისმიერი არასაჭირო ნივთისგან გაათავისუფლოთ ზურგჩანთა.
აღნიშნული წესების დაცვით გაუფრთხილდებით ბავშვის ჯანმრთელობას და აღარ მოგიწევთ სამედიცინო გართულებებთან გამკლავება.
„ბელმილის“ და „პასოსა“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდების ორთოპედიული ჩანთების ფართო არჩევანის სანახავად მიჰევით ბმულს.
R