გამოცხადდება თუ არა სკოლებში საშემოდგომო არდადეგები და რამდენი უქმე დღეა დარჩენილი პირველი სემესტრის დასრულებამდე - აკადემიური კალენდარი - მშობლები

გამოცხადდება თუ არა სკოლებში საშემოდგომო არდადეგები და რამდენი უქმე დღეა დარჩენილი პირველი სემესტრის დასრულებამდე - აკადემიური კალენდარი

2024-09-18 12:32:08+04:00

რამდენიმე დღეა, მშობლები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში წერენ, რომ სკოლებსა და ბაღებში შემოდგომაზე შესაძლოა, საგაზაფხულო არდადეგების მსგავსად, 1-კვირიანი არდადეგები გამოცხადდეს. ზოგიერთი ამბობს, რომ ინფორმაცია მასწავლებლისგან მოისმინა.

ოფიციალურად, 2024-2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის მიხედვით, საშემოდგომო არდადეგები განსაზღვრული არ არის, თუმცა გაზრდილი ინტერესის გამო, ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავამოწმეთ.

სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე საშემოდგომო არდადეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და თუ ამ კუთხით რაიმე დაიგეგმება, ინფორმაცია მათ გვერდზე გამოქვეყნდება.

პირველი სემესტრის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეებია:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა

ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ სკოლებში მეორე სემესტრი დაიწყება.

რომელ დღეებში დაისვენებენ 2024-2025 სასწავლო წელს მოსწავლეები - აკადემიური კალენდარი სრულად

თამარ იაკობაშვილი