ერთი გმირი დედის საოცარი ისტორია ამერიკელი ქალი ფოტოგრაფი კეიტ მიურეი ცნობილია თავისი ემოციური ნამუAევრებით. თუმცა მისმა მორიგმა შედევრმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ფოტოს ზღვა ემოცია მოაქვს მნახველისთვის.
ფოტოზე სიმსივნით დაავადებული ქალია აღბეჭდილი, რომელიც ძუძუს აჭმევს ბავშვს, კეიტ მიურეის თქმით, ეს ფოტო ნამდვილი სიყვარულის ძალას ასახავს და სუფთა მშვენიერებას, შელამაზების გარეშე.
"ახალშობილი ბიჭუნა მზადაა მსოფლიოს უჩვენოს თავისი სულის სიძლიერე, რომელიც დედისგან ერგო. დედის სხეულზე შემორჩენილ ერთადერთ ძუძუს მიკრობია და წოვს მთელი ძალით. ძუძუს წოვება წმინდა რაღაც არის, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე საოცრად მოქმედებს. ამ შემთხვევაში კი ერთ დროულად სევდა და სიხარული გიპყრობს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ამ ძლიერ ქალბატონთან შეხვედრა", - ამბობს ფოტოგრაფი.
ბავშვის დედას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი ორსულობის მეოთხე თვეში დაუსვეს. როგორც წესი, ასეთ დროს აბორტს ურჩევენ, რომ ქალისთვის რისკი შეამცირონ, თუმცა ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, თავის ბავშვისთვის შანსი მიეცა. მა გადაწყვიტა, ცალი ძუძუ მოეჭრა და ქიმიოთერაპიის კურსიც გაევლო ორსულობის დროს, მერე კი ნაადრევ მშობიარობაზეც დათანხმდა, ორსულობის 36-ე კვირაში, რათა ნაყოფზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა ქიმიოთერაპიას.