ორგანიზმი სწორად გამოაფხიზლეთ! იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, აუცილებელია კვების სწორი რეჟიმი დაიცვათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ უარი საუზმეზე, რადგან ის ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონში. საუზმე გვაფხიზლებს ძილის შემდეგ და ენერგიით გვავსებს. ის აუცილებლად უნდა იყოს სასარგებლო და ადამიანი პროდუქტიული შრომისკენ განაწყოს. უარი უნდა თქვათ ბუტერბროდებსა და ტკბილეულზე, სასარგებლო პროდუქტების სასარგებლოდ. თქვენ წინაშეა ოთხი პროდუქტი, რომელიც თურმე იდეალურია დღის დასაწყებად.
კვერცხი
ქათმის კვერცხი შეიცავს А, Е, D, В ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ფოსფორს, რკინასა და სელენს. თუ რეგულარულად მიიღებთ საუზმეზე კვერცხს, იმუნიტეტს აიმაღლებთ, სტრესს შეიმცირებთ და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასაც მოიწესრიგებთ. ეს პროდუქტი მდიდარია ცილით, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, პროტეინს და მნიშვნელოვან ამინომჟავებს. კვერცხში ასევე არის ვიტამინი D4, რომელიც კარგად მოქმედებს გონებრივ საქმიანობაზე.
ბანანი
ბანანი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი საუზმის ნაწილი. ბანანი შეიცავს უჯრედისს, ცილას, კალიუმს, მაგნიუმს, სახამებელს, ასევე ვიტამინებს В2, РР, Е, პროვიტამინებს. მართალია, ბანანი სხვა ხილთან შედარებით ძალიან კალორიულია, ის შესანიშნავად ანაყრებს და დიდი ხნით გაგყვებათ დანაყრების შეგრძნება.
შვრიის ფაფა
ყველაზე სასარგებლო საუზმე შვრიაა. ეს ბავშვებმაც კი იციან. შვრიის ფაფა მდიდარია В1, Е ვიტამინებით და მინერალებით – კალციუმით, მაგნიუმით, რკინითა და თუთიით. ასევე ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს, სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ზედმეტ წონასთან ბრძოლაშიც კარგია. ბიოტინი, რომელიც შვრიაშია, გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო გაძლიერებაზე და აუმჯობესებს განწყობას.
შინაური იოგურტი
შინ მომზადებული იოგურტი საჭმლის მომნელებელ პროცესებს აუმჯობესებს. მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, თუთიით და მრავალი სასარგებლო ვიტამინით. იოგურტში იმდენივე კალიუმია, რამდენიც ბანანში. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.