თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს გადამზადების უფასო კურსებზე სწავლისა და დასაქმების საშუალება ეძლევათ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავარობის სხდომაზე განაცხადა, მსურველების რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გასტანს.
"პროგრამა ისწავლე და დასაქმდი უკვე 5 წელია ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის საშუალებით 10 ათასამდე ადამიანი გადავამზადეთ და მათგან 70% ჩვენი ჩართულობითა და დახმარებით დასაქმდა.ამ პროგრამებზე დღეიდან დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება ონლაინ რეგისტრაცია პლათფორმაზე dasakmdi.ge.
პროგრამა თვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მომხმარებლების მომზადება-გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნესექტორთან და ძალიან კარგად ვიცით ყველა ის მიმართულება, თუ სად აქვს ბიზნესსექტორს მოთხოვნა დასაქმების თვალსაზრისით. პროგრამა ცდილობს იმ მიმართულებით გაგაძლიეროთ, რა მიმართულებითაც არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე. თქვენ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ, საჭიროა მხოლოდ სურვილი. პროგრამის ფარგლებში მოქალაქები 60-მდე სპეციალობაში გადამზადდებიან. მშენებლობის, ინჟინრის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტურიზმის, დიზანის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ფინანსების სფეროებში. პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება: მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორი, ვიდეომონტაჟი,, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, კომპიუტერულ-გრაფიკული პროგრამები, ტიხრული მინანქარი და სხვა." - განაცხადა კახა კალაძემ.