ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დენის დარტმის შედეგაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კვირას, მის სახლთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხის თავზე ელექტრო ანკესს აწყობდა, რა დროსაც ანკესი ელექტრო სადენს შეეხო და დენი მოზარდზე გადავიდა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.